საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების მაჩვენებლმა 2021 წელს 50.3% შეადგინა. საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახედ შეფარდებული ჯარიმის ოდენობა კი 2021 წელს 23 733 873 ლარი იყო.
ამის შესახებ გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების დადებისას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების მაჩვენებელმა 2021 წელს 15.8% შეადგინა.
ამასთან, ანგარიშში საუბარია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების რაოდენობასთან დაკავშირებითაც, 2021 წლის 31 დეკემბრის მიხედვით ეს მონაცემი 9203-ს შეადგენს, მათ შორის 310 ქალია. რაც შეეხება არასრულოწოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ოდენობას, ეს მონაცემი 48-ს შეადგენს. მათ შორის 2 ქალია.