რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 180 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 784 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში, ჯამში, კორონავირუსი 15 020 573 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 343 957 გარდაიცვალა, 12 მილიონზე მეტი კი - გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.