სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 413 295 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 278 გარდაიცვალა, 386 193 კი - გამოჯანმრთელდა.