თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას თავად ბრალდებული ილია ჯიშკარიანი მისცემს. მას სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროცესს ესწრება დაზარალებული თამთა თოდაძეც.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი რამდენიმე სხდომის შემდეგ გამოცხადდება.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.