თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება. სასამართლოში ჩვენებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, დაზარალებული ილიკო თვალიაშვილი მისცემს.
დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან ფაქტის შემსწრე ჟურნალისტები და გამომძიებლები.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.