მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 6 ადმინისტრაციული ერთეულის 20 სოფელში გაიმართა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.