დავით სერგეენკო ფინანსთა მინისტრს - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება

პარლამენტის ვიცე - სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა.

როგორც დავით სერგეენკო განმარტავს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა. რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.

როგორც სერგეენკო განმარტავს, პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს.

„მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას“,- აღნიშნავს სერგეენკო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა