მინდა მადლობა გადაგიხადოთ კოლეგებს ოპოზიციიდან, ვინაიდან, დღევანდელმა მოსმენამ ზედმეტი შეურაცხმყოფელი ეპითეტებისა და ზედსართავების გარეშე ჩაიარა, - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
დღევანდელ სხდომას, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს, მთელი დღის განმავლობაში იოსელიანი უძღვებოდა.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც “მინისტრის საათში“ აქტიურად მონაწილეობდით. ყველა კორექტიულობის ფარგლებს იცავდა. ამას პირადად მე ძალიან ვაფასებ“, - მიმართა კოლეგებს სპიკერატიდან ლევან იოსელიანმა.