თუ საუბარია იმაზე, რომ 200 000 ადამიანი 300-ლარიან ხელფასზე უნდა დავასაქმოთ ასე ხელოვნურად, რადგან თვლით, რომ შრომისუნარიანი არიან და ამით მუშაობის მოტივაციას გაუზრდით, ამას 720 მლნ ლარი დასჭირდება წელიწადში და საიდან უნდა მოვიზიდოთ ეს თანხები?, - აღნიშნული კითხვით მიმართა „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც დეპუტატები "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.
დეპუტატი დაინტერესდა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რა ნაწილში მოხდება აღნიშნული თანხის ეკონომია.
„რას დააკლდება ეს თანხა, მაგალითად, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, რომელზეც ხშირად საუბრობდით, თუ სხვა ტიპის ხარჯები, რითაც დავაფინანსებთ 50 000 ადამიანს 300-ლარიან ხელფასზე? რადგან ჩემს კითხვას პირდაპირ არ პასუხობთ, ვფიქრობ, ეს არის პრემიერის პრობლემა, რომელიც აჟღერებს პროგრამას, თვლის, რომ მიმზიდველია ეს პროგრამა და ამ დროს ფინანსურად არაა დათვლილი და არც იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენს ბიუჯეტს სესხების აღება სჭირდება, რომ ელემენტარული, აუცილებელი საკითხები გადაიჭრას", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.