ფრიდონ ინჯია - გამორიცხულია ფინანსთა მინისტრის დაქვემდებარებაში შემოსავლების სამსახური იყოს და სახელმწიფო საწარმოები წამგებიანი იყოს

გამორიცხულია ფინანსთა მინისტრის დაქვემდებარებაში შემოსავლების სამსახური იყოს და სახელმწიფო საწარმოები წამგებიანი იყოს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის გამოსვლის შემდეგ.

„სახელმწიფო საწარმოები წამგებიანი არ უნდა იყოს. გამორიცხულია ფინანსთა მინისტრის დაქვემდებარებაში შემოსავლების სამსახური იყოს და სახელმწიფო საწარმოები წამგებიანი იყოს. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და თუ გამოძიებაა საჭირო ამაზე პარლამენტმა უნდა ვიმსჯელოთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებმა, რომელთა საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ასეულ მილიონობით ზარალს განიცდის, თანამდებობი უნდა დატოვონ.

„დარწმუნებული ვარ, ამ საწარმოებში არის ბევრი „აიპი" და არ მგონია, რომ ეს „აიპები" წამგებიანი იყოს", - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა