ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან რუსთავში გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ საუბრის შემდეგ, ჩვენი ზოგადი განწყობა კიდევ უფრო განმტკიცდა, - ასე აფასებს ,,ლელოს" ოფისში გამართულ შეხვედრას პარტია ,,დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა.
ლემონჯავას თქმით, პარტია „დროა" სრულ რესურსს გამოიყენებს იმ ბრძოლაში, რომელშიც ბადრი ჯაფარიძეა ახლა ჩართული.
,,ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, რუსთავში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ საუბრის შემდეგ, ჩვენი ზოგადი განწყობა კიდევ უფრო განმტკიცდა და ჩვენ ამ პროცესს ვაფასებთ არა როგორც ბრძოლას საპარლამენტო მანდატისთვის, არამედ უკომპრომისო ბრძოლას სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, ამდენად ,,დროა" ეთანხმება ამ იდეას, იზიარებს და ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ ხელთ არსებული ნებისმიერი რესურსით, ეს იქნება პოლიტიკური თუ პრაქტიკული საარჩევნო ელექტორალური რესურსები, მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ბადრი ჯაფარიძე არის უპრეცედენტო უსამართლობის ობიექტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისგან წლების განმავლობაში. ეს ბრძოლა, რომელშიც ის შევიდა და რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით, არის ბრძოლა სამართლიანობისთვის. ოპოზიცია არის მზად, შევიდეს ნებისმიერ ბრძოლაში, რომელიც ემსახურება კანონის უზენაესობას, ამიტომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში", -განაცხადა ლემონჯავამ.