“ქართულ ოცნებას“ კოორდინატორები არ ჰყავს, “ქართულ ოცნებას“ ჰყავს აგიტატორები, რომლებიც პარტიის აგიტაციას ეწევიან - აქედან ერთ-ერთი ვარ მე! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოსმენისას გააკეთა.
“ქართული ოცნების“ კოორდინატორები სესიაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ახსენა, რომელმაც ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მიმართა კითხვით, როდემდე უნდა ფინანსდებოდნენ “ქართული ოცნების“ კოორდინატორები ბიუჯეტიდან.
ვაშაძეს ზავრადაშვილმა უპასუხა. “ქართულ ოცნებას“ კოორდინატორები არ ჰყავს, “ქართულ ოცნებას“ ჰყავს აგიტატორები, რომლებიც პარტიის აგიტაციას ეწევიან - აქედან ერთ-ერთი ვარ მე! თუ იმას გულისხმობთ, თუ რაში ვიღებ ხელფასს, შემიძლია დეტალურად წარმოგიდგინოთ, თუ რაში ვიღებ ხელფასს. რაც შეეხება თქვენს კოორდინატორებს, მათ აფინანსებდით, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა - მაინც პარლამენტის მარცხენა მხარეს სხედხართ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.