გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?!

როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! - ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და ძვირდება! - აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ მოსთხოვა.

ვაშაძე დაინტერესდა, რას აპირებს ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში ფასების დასტაბილურებისთვის. ამასთან, როგორც ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით განაცხადა, მოქალაქეებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან აინტერესებს, “რა უბედურება სჭირს ლარს და რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება“.

“მაინტერესებს, ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი და რატომ მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმესს დღეში ჩააგდეთ?! ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ფაქტობრივად წაართვით და ლარის კურსის მანიპულაციით ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ. ახლა არ მითხრათ, ეს ეროვნული ბანკის საქმეაო! თქვენ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ხართ და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხი კითხვაზე, თუ რა სჭირს ლარს და რატომ ხდება მოკლე ვადაში ლარის კურსის მანიპულაციური ცვლილება?!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით.

ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა