სტაგნაციას ავცდით და უკუსვლიდან პირდაპირ ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავედით - პროგრესი თვალსაჩინოა! - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
აქვე ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ “მნიშვნელოვანი იმედის ხაზი და ტენდენცია ამ მიმართულებით შესანარჩუნებელია“.
“თქვენი ანგარიშიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რასაც რეცესიის ეტაპი ჰქვია, დაძლეულია. სტაგნაციას ავცდით და ქვეყანა უკუსვლიდან ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავიდა. პროგრესი თვალსაჩინოა! მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, - მიმართა ფინანსთა მინისტრს თამარ ტალიაშვილმა.
ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.