„ლელო“-ს პოლიტიკურმა საბჭომ, პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით, სამდივნოს ახალ წევრად და საპარლამენტო მდივნად ლანა გალდავა აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ლანა გალდავა პარტიის საპარლამენტო საქმიანობას გაუწევს კურატორობას.
„სამდივნო, პარტიის წესდების თანახმად, პარტიის ყოველდღიური საქმიანობის წარმმართველი ორგანოა. პარტიას სამდივნოში უკვე ჰყავდა 5 მდივანი: გრიგოლ გეგელია - საგარეო ურთიერთობათა მდივანი, სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური მდივანი, თამაზ დათუნაშვილი - საორგანიზაციო მდივანი; მედეა მეტრეველი - აღმასრულებელი მდივანი, გიორგი მორდეხაშვილი - სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი“, - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.