ალეკო ელისაშვილი - ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ - რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება

პარტია „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე მისი პარტია რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და საკუთარ კანდიდატს დააყენებს. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არაკოლეგიალური იყო, როდესაც "ლელომ” და "ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯაფარიძე კანდიდატად ისე წარადგინა და ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ მათთან კონსულტაციები არ გაუვლია.

„ფაქტია, რომ „ლელო” და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. მხარს არ ვუჭერთ ბადრი ჯაფარიძეს. მათი მხრიდან არაკოლეგიალური იყო, როდესაც პრესკონფერენცია მოიწვიეს, წარადგინეს და თქვეს, რომ ახლა, მოდი, ყველამ ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირეთ მხარი. თუ ჩვენი მხარდაჭერა უნდოდათ, მანამდე შეიძლებოდა კოლეგიალობა გამოევლინათ და წინასწარ გაგვევლო კონსულტაციები. მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. პრინციპში პარტიაში შიდა დისკუსია დავასრულეთ. რუსთავში გვეყოლება რუსთავში დაბადებული, გაზრდილი და რუსთავში მცხოვრები, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ძალიან აწუხებს ის, რაც რუსთავში ხდება და ძალიან კარგად იცის, როგორი რუსთავი იქნებოდა უკეთესი. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება და ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ.

ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს ბადრი ჯაფარიძეს, მის შანსს, რა თქმა უნდა, ზრდის, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” ფაქტია, რომ კარგი პოზიციები აქვს რუსთავში, მაგრამ იქნება ბრძოლა და ძალიანაც კარგი”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა