თამარ გაბუნია - 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა

5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, მალევე, დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე.

„კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება "პაქსლოვიდზე", რომელიც არის "ფაიზერის" წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება ვაქცინაციის პროგრამით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელების პირობებში შენელებულია.

"გამოწვევა კვლავაც რჩება ის, რომ „ომიკრონის“ ტალღა, რომელიც დასრულდება, შემდეგ იყოს ჩვენთვის სტაბილიზაციის პერიოდის დასაწყისი და აღარ დავდგეთ ისევ ახალი გამოწვევების წინაშე. ამისთვის მთავარი, კრიტიკული პროცესი არის ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შედარებით შენელებულია, რაც შესაძლოა, აიხსნას „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით, ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლოა, მათ ამის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა, სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ მთავარი პრიორიტეტად. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები აიცრან, აიცრან „ბუსტერ“ დოზითაც და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,"- განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა