დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან კობა კობალაძესთან შეხვედრა გამართა.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში განმარტავენ, შეხვედრის მონაწილეებმა დევნილი ვეტერანების განსახლებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს და ქვეყნის წინაშე მათ განსაკუთრებულ დამსახურებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
მათივე ცნობით, სააგენტო დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანი დევნილები განსახლდებიან.
მხარეები მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.