ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.