ირაკლი კობახიძე - ხალხი არ არის პოლარიზებული, პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი - გვჭირდება არა ეროვნული თანხმობა, არამედ პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება

ერში შეურიგებლობა და უთანხმოება არ არის - არა ეროვნული თანხმობა, არამედ პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება გვჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პოლარიზებულია არა ხალხი, არამედ პოლიტიკური სპექტრი.

„როდესაც საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, ან ეროვნულ შერიგებაზე, როგორც ასეთი, ერში შეურიგებლობა და უთანხმოება არ არის. ხალხი არ არის პოლარიზებული, პოლარიზებული არის კონკრეტული პოლიტიკური სპექტრი და არის ორი პოლუსი; ამ ორ ამომრჩეველს შორის არანაირი მტრობა და შეურიგებლობა არ არსებობს. ჩვენ არა ეროვნული თანხმობა, არამედ პოლიტიკურის სპექტრის გაჯანსაღება გვჭირდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე უპასუხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებულ კითხვას, კობახიძის თქმით, არც „ქართული ოცნება“ ეთანხმება მის შეფასებას.

„თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არ ეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას, გამოდის, რომ ჩვენც არ ვეთანხმებით მის შეფასებას. ჩვენ შეგვიძლია რაღაც შევაფასოთ სამართლიანად, რაღაცა არასამართლიანად, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ განცხადებას ვერ შევაფასებთ სამართლიანად, - რომ ვფიქრობდეთ, რომ სამართლიანია, არ შევუწყვეტდით უფლებამოსილებას.

სალომე ზურაბიშვილი არ არის პარლამენტი, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტულ თემებზე, მათ შორის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სუბიექტს სხვადასხვა ტრიბუნიდან შეუძლია შეფასება გამოთქვას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას