დავით უსუფაშვილი - 2008 წელს ხელისუფლებას მეტი ოპოზიციური წარმომადგენლობა სჭირდებოდა და კანონში ცვლილება კი არა, კონსტიტუცია შეიცვალა - ვართ უმძიმეს კრიზისში, უმძიმესი კრიზისიდან ამობობღებაა ამოცანა

დარწმუნებული ვარ, ბადრი ჯაფარიძის გამარჯვებაში, თუკი ყველა მოვინდომებთ და თვენახევარს გავატარებთ ამ ბრძოლაში. გარანტირებული არაფერი არ არის - ეს იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა, - ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ რუსთავის შუალედურ არჩევნებში, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რუსთავისა და გარდაბნის საკითხებთან დაკავშირებით საუბარი.

„დარწმუნებული ვარ ბადრი ჯაფარიძის გამარჯვებაში, იმ შემთხვევაში და მას შემდეგ, რაც ყველა ჩვენგანი, „ლელოელი,“ ოპოზიცია, ვინც მხარს უჭერს მას, მოქალაქეები, ვინც თვლიან, რომ ამ გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ყველა მოვინდომებთ და თვენახევარს გავატარებთ ამ საქმეში და ბრძოლაში. გარანტირებული არაფერი არ არის, მიუხედავად იმისა, დღესვე, რომ დააჯამოთ იმ პოლიტიკური პარტიების 4 თვის წინ მიღებული შედეგები ამავე ოლქში, ვინც უკვე მხარდაჭერა გამოუცხადა ბადრი ჯაფარიძეს, თითქოს უკვე გამარჯვებულია, მაგრამ ეს ასე არ არის, ეს იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა და შრომა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას სიების აღდგენასთან დაკავშირებით, უსუფაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში და მთავარი ამოცანაა, აქედან გამოსვლა.

“2008 წელს ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მაშინდელ ხელისუფლებას რაღაც მიზეზების გამო მეტი ოპოზიციური წარმომადგენლობა სჭირდებოდა, კანონში ცვლილება კი არა, კონსტიტუცია შეიცვალა და ერთი პარტიის ერთი წარმომადგენელი შეიყვანა პარლამენტში, რომ ამით პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ფიზიკური რაოდენობა გაზრდილიყო. ის თემა, რომ ვიღაცას რაღაც უკვირს, როგორ ითხოვს ის რაღაცას, ჩვენ ვართ უმძიმეს კრიზისში, ამ უმძიმესი კრიზისიდან ამობობღებაა ამოცანა.

რუსთავში და გარდაბანში ამ თემების თაობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ჩვენ გვინდა და შეგვიძლია ერთიან ქვეყანაში ცხოვრება. მე პერსონალურად არც ბოიკოტის მომხრე ვიყავი და არც სიების ჩახსნის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა