არჩილ თალაკვაძე - ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი პრაქტიკულად არ ექნება - მისი კანდიდატურის წარდგენა პოლიტიკური მანევრია, რომ პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე დარჩეს

ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები პრაქტიკულად არ ექნება - მისი კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს. რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული ანუ როცა ოპოზიციონერები ერევიან რუსთავის მართვაში, თუ რა და როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ რუსთავში გვაქვს გეგმები, გვყავს პროგრესული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში, საკრებულოში კონკურენციაა, "ქართული ოცნების" კანდიდატი არის უალტერნატივო,"- განაცხადა თალაკვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა