ნინო ლაცაბიძე - მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების ტენდენცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ

რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისმიზნით, საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ცემენტის, გაჯისა და კირის მწარმოებელი მცირე კომპანიები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო, რა პრობლემების გადაჭრაა საჭირო იმისთვის, რომ მათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დროულად შეასრულონ.

,,რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში მუნიციპალიტეტი ისევ აქტიურადაა ჩართული. დღეს შეხვედრა გვქონდა მცირე საწარმოების ხელმძღვანელებთან. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, რამდენად არიან მზად, რომ მათი მხრიდან კანონის აღსრულება დროულად მოხდეს. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, ასევე შევხვდებით სამინისტროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების ტენდენცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დროულად აღსრულების მიზნით, საწარმოების ერთობლივი მონიტორინგის კამპანიაში, აქტიურადაა ჩართული რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე. დღეისათვისს კამპანიის ფარგლებში უკვე შემოწმდა კომპანია ,,რუსელოისის“, ,,ჯეო სთილისა“ და ,,ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის საწარმოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა