ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს

უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე ინტერპრესნიუსი უკრაინელ პოლიტოლოგს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, მას შემდეგ, რაც პუტინს შეხვედრები ჰქონდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის ფარგლებშიც ლავროვმა თქვა, - „არსებობს შანსი დიპლომატიური მოლაპარაკებებით გაგრძელდეს პროცესი“, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედრო შენაერთების გამოყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ რუსული პროპაგანდა ბევრს საუბრობს, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით ჯერჯერობით არ დასტურდება რუსების მიერ უკრაინის საზღვრებიდან რუსული შეიარაღების გაყვანის დაწყება.

თუნდაც ასე იყოს, რა უნდა ვიფიქროთ - ახლა ამ საკითხების ირგვლივ რაც ხდება, როგორ ფასდება კიევში - რუსეთმა ვერ შეძლო დასავლეთისა და უკრაინის დაშანტაჟება და დაიწყო ჯარების გაყვანა?

- სიტუაცია დაძაბული რჩება. აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ჩემი აზრით, მეტიც, არაა გამორიცხული ეს მხოლოდ რუსული ჯარების როტაცია იყოს. მალე გამოჩნდება გვექნება თუ არა უკრაინის საზღვრებიდან რუსული ძალების გაყვანის ფაქტები.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტ პუტინს დნრ-სა და ლნრ-ს აღიარების თხოვნით მიმართა. ჩემი აზრით, ეს სხვა არაფერია რუსეთის მხრიდან, თუ არა ფსონების გაზრდა. ამ თემასთან დაკავშირებით უკრაინისთვის საფრთხე იმაშია, რომ დნრ-სა და ლნრ-ის კვაზი რესპუბლიკების მიერ მიღებულ კონსტიტუციებში წერია, რომ მათია არა მხოლოდ დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომელშიც ახლაც დგანან რუსული ჯარები, არამედ მათ ეკუთვნით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორია. ეს კი უკრაინისთვის საფრთხეა.

დნრ-სა და ლნრ-ის კვაზი რესპუბლიკების მიერ მიღებულ კონსტიტუციებში წერია, რომ მათია არა მხოლოდ დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომელშიც ახლაც დგანან რუსული ჯარები, არამედ მათ ეკუთვნით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორია. ეს კი უკრაინისთვის საფრთხეა

თუ რუსეთმა ეს „რესპუბლიკები“ აღიარა, მოსკოვს შეუძლია თქვას, რომ უკრაინას აქვს ოკუპირებული ამ ოლქების ტერიტორიები. შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს საომარი მოქმედების დაწყების საბაბიცა და საფუძველიც.

თუ ამ მიმართულებით გადადგა რუსეთმა ნაბიჯები ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ამ ოლქებში 800 ათასზე მეტი რუსეთის პასპორტი აქვს დარიგებული.

- მოსკოვი კიევისაგან დაჟინებით მოითხოვს მინსკის შეთანხმების შესრულებას. გასაგებია, რომ მის შესრულებაზე კიევი ვერ წავა.

თქვენი დაკვირვებით შექმნილ ვითარებაში ამ კვაზი-რესპუბლიკებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, რისი მიღწევა სურს რუსეთს?

- რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და დასავლეთის შანტაჟს იმისათვის, რომ აიძულოს დასავლეთიცა და კიევიც უკრაინა დათანხმდეს მინსკის შეთანხმების შესრულებას. მინსკის შეთანხმებას ხელი 2015 წლის თებერვალს მოეწერა ხელი და ჩემი აზრით, არაფერი საერთო არა აქვს იმ ვითარებასთან, რაც დღეისათვის იქ არსებობს.

რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და დასავლეთის შანტაჟს იმისათვის, რომ აიძულოს დასავლეთიცა და კიევიც უკრაინა დათანხმდეს მინსკის შეთანხმების შესრულებას. მინსკის შეთანხმებას ხელი 2015 წლის თებერვალს მოეწერა ხელი და ჩემი აზრით არაფერი საერთო არა აქვს იმ ვითარებასთან, რაც დღეისათვის იქ არსებობს

მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთს დონბასის ოლქში 800 ათასზე მეტი რუსული პასპორტი აქვს დარიგებული. იმისათვის, რომ დონბასში მშვიდობა იყოს, სულ სხვა მიდგომებია საჭირო. ამის გაკეთება კი რუსეთს არ უნდა.

რუსეთი ითხოვს უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. კრემლს უნდა უკრაინა დააბრუნოს მოსკოვის გავლენის სფეროში. რუსეთის ყველა ქმედება ამისკენაა მიმართული. დონეცკისა და ლუგანსკის კვაზი-რესპუბლიკების შექმნის იდეოლოგი იყო სურკოვი. იმ პერიოდში იგი ხშირად აცხადებდა, რომ თუ რუსეთი ექსპანსიონისტურ პოლიტიკას არ გაატარებდა, რუსეთს პრობლემები ქვეყნის შიგნით ექნება. ამიტომ, მისი ქმედებები ტერიტორიების დაპყრობაზე უნდა იყოს მიმართული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის გასაგებია რატომ იქცევა ასე რუსეთი.

- რადგან სურკოვი ახსენეთ, თქვენთან დარეკვამდე ვკითხულობდი გარკვეულ მასალებს, ერთ-ერთში სურკოვი ამბობს - ბევრი გეოპოლიტიკური საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. პრაქტიკულადაც და თეორიულადაც. შესაძლოა, კონტაქტურადაც“.

სხვათა შორის, რუსეთში ბევრი „მოლაპარაკე თავები“ საუბრობენ „კონტაქტურ გეოპოლიტიკაზე“.

რას შეიძლება ნიშნავდეს მოსკოვში „კონტაქტურ გეოპოლიტიკაზე“ საუბარი?

- რადგან სურკოვი გავიხსენე, დავამატებ, 2015 წელს იგი ამბობდა, რომ „მინსკის შეთანხმება" არის უკრაინის კაპიტულაციისა და გაყოფის საშუალება.“ ახლა რაც ხდება, მხედველობაში მაქვს უკრაინასთან დაკავშირებით კრემლის ქმედებები, სწორედ უკრაინის გაყოფისა და კაპიტულაციამდე მიყვანის მცდელობებია.

რადგან სურკოვი გავიხსენე, დავამატებ, 2015 წელს იგი ამბობდა, რომ მინსკის შეთანხმბა" არის უკრაინის კაპიტულაციისა და გაყოფის საშუალება.“ ახლა რაც ხდება, მხედველობაში მაქვს უკრაინასთან დაკავშირებით კრემლის ქმედებები, სწორედ უკრაინის გაყოფისა და კაპიტულაციამდე მიყვანის მცდელობებია

რუსეთს კარგა ხანია უარი აქვს ნათქვამი ტრადიციულ დიპლომატიაზე, ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ქვეყნების არსებობას. ამისათვის ცდილობენ ისეთი იდეების მოძებნას, რომელიც მათ თავისი ქმედებების საფუძველს შეუქმნის. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ვითარებაა თავად რუსეთში, ცხადია, კრემლს უნდა ტერიტორიების გაფართოება წარმატებად ჩაეთვალოს.

- გერმანიის კანცლერი შოლცი პრაქტიკულად დაჰპირდა პუტინს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. ოფიციალურმა ბერლინმა პუტინს უთხრა ის, რისი გაგონება დიდი ხანია მოსკოვს სურს.

თქვენი აზრით, ამ თემაზე კანცლერ შოლცის განცხადება რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ჩემი აზრით, ეს გახლავთ ბერლინის მცდელობა დააშოშმინოს პუტინი, რომ მან საომარი მოქმედებები არ დაიწყოს. პუტინი დასავლეთის ქვეყნებისაგან წერილობით გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან. შოლცი შეეცადა დაერწმუნებინა იგი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დგას, შესაძლოა 10 წლის შემდეგ დადგეს.

რაზეც პუტინის პასუხი ასეთია - ვიდრე საკითხი აქამდე მივა, რუსეთს უნდა ახლა მიიღოს დასავლეთისგან უკრაინისა და საქართველოს ნატოში არშესვლის გარანტიები. ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი დასავლეთთან დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესს ადეკვატურად არ აღიქვამს.

- თუ მოსკოვმა დონბასის კვაზი-რესპუბლიკები აღიარა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?

- ამ თემაზე უკვე იყო გარკვეული განცხადებები. ყველაზე მკაფიოდ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან თქვა - დონბასის რესპუბლიკების აღიარება ეს ფაქტობრივად იქნება აგრესია, მაგრამ არა სამხედრო ძალის გამოყენებით. რაზეც დასავლეთს ექნება რეაქცია. როგორი იქნება იგი, ამას მხოლოდ მას შემდეგ ვნახავთ, როცა ეს მოხდება.

დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ ჯერ ეკონომიკური სანქციების არნახული პაკეტი აქვს მზად. ვნახოთ რა იქნება.

- სანქციების თემაზე საკმაოდ ლოგიკური იყო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელშიც ის დასავლეთს მოუწოდებდა აემოქმედებინათ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში ჯარები შეიყვანა ამის საფუძველი მართლაც კარგა ხანია არსებობს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ არ იყენებს უმკაცრეს ეკონომიკურ სანქციებს?

- საქმე იმაშია, რომ დასავლეთს აწყობს რუსეთთან ვაჭრობა. ფაქტია, რომ ევროპა ენერგომატარებლებით დამოკიდებულია რუსეთზე. ამ ზამთარმა აჩვენა, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, რომლის ფასი საკმაოდ გაზრდილია. გასაგებია, რომ ევროპულ ქვეყნებს თავისი ნაციონალური ინტერესები აქვთ.

ჩემი აზრით, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით დასავლეთს ორ ეტაპად უნდა ემოქმედა. აქამდეც უნდა დაეწესებინა მათი გარკვეული ნაწილი. მეორე ნაწილი კი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მართლა დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს. ჩემი აზრით, ასე მოქმედება მართებული უფრო იქნებოდა.

ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით დასავლეთს ორ ეტაპად უნდა ემოქმედა. აქამდეც უნდა დაეწესებინა მათი გარკვეული ნაწილი. მეორე ნაწილი კი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მართლა დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს. ჩემი აზრით, ასე მოქმედება მართებული იქნებოდა

მაგრამ ვიმეორებ, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნები თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ.

- აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა. მიმართვაში მან თქვა - „თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ“, რუს და უკრაინელ ხალხს ერთობლივი ისტორია აქვთ და მათ შორის სისხლიანი ომი არ უნდა მოხდეს“, „აშშ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების განთავსებას“, „აშშ და ნატო არ წარმოადგენს რუსეთისათვის საფრთხეს“, „ჩვენი მიზანი არაა რუსეთში ვითარების დესტაბილიზაცია“.

თქვენი აზრით, პრეზიდენტ ბაიდენის ეს მიმართვა რუსეთის მოქალაქეებისადმი, იმუშავებს?

- როგორც ვხვდები, პრეზიდენტ ბაიდენის ეს განცხადება კრემლის ულტიმატუმის კონტექსტში გაკეთდა. დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება მასზე რუსეთის ხელისუფლებას და საზოგადოებას.

ვფიქრობ, ამ განცხადებით ბაიდენმა კრემლის ულტიმატუმს უპასუხა. გასაგებია, რომ ეს პასუხი არ იყო ისეთი, როგორც კრემლს უნდოდა, მაგრამ მაინც.

- კრემლი კიევისაგან ისე დაჟინებით ითხოვს მინსკის შეთანხმების შესრულებას, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს.

თუ პრეზიდენტი ზელენსკი თანხმობას განაცხადებს მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, შესაძლოა, ეს გახდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზი, რადგან ეს კიევის მხრიდან პრაქტიკულად კაპიტულაციის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნება.

სხვათა შორის, ბევრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მაინც დაიწყება, თუ ოფიციალურმა კიევმა უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ უკრაინის მიმართ პუტინის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზანი უკრაინის საშინაო პოლიტიკაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის ვითარების მიღწევაა?

- ჩემი აზრით, უკრაინა რუსეთისთვის გახლავთ მისი მიზნების შესრულების ერთ-ერთი იარაღი. ცხადია, რომ კრემლი სსრკ-ს მსგავსი ქვეყნის შექმნას ცდილობს და უნდა აღადგინოს კონტროლი სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებზე და დღეს სუვერენულ ქვეყნებზე.

მეტიც, კრემლის ულტიმატუმი ასევე მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებიც სსრკ-ს დროს ვარშავის ხელშეკრულებაში შედიოდნენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ამაზე ყოფილი სოციალისტური ბანაკის არც ერთი ქვეყანა არ დათანხმდება. ეს კრემლმა კარგად იცის, მაგრამ მას უნდა ამ ეტაპზე თავისი გავლენის სფეროში დატოვოს უკრაინა და საქართველო.

ახლა უკრაინა რუსეთისთვის დასავლეთზე ზეწოლის განხორციელების საშუალებაა. ომის დაწყების შანტაჟით პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ ევროპულ უსაფრთხოების სისტემას, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების აქამდე არსებულ სისტემებს. ვიდრე დასავლეთი უკრაინაში ომის დაწყების რუსულ შანტაჟზე რეაგირებს, კრემლი შეეცდება ეს პროცესი სათავისოდ, თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ვიდრე დასავლეთი უკრაინაში ომის დაწყების რუსულ შანტაჟზე რეაგირებს, კრემლი შეეცდება ეს პროცესი სათავისოდ, თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ზელენსკის მთავრობას კორუფციის გამო 10 მილიარდი არ დაუხარჯავს გზების მშენებლობაზე. უკრაინას არ სჭირდება ამერიკული იარაღი, ხელისუფლებას 10 მილიარდი რომ დაეხარჯა უკრაინის სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს.

სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ქაოსის ვითარების შექმნას ცდილობს. თუ უკრაინა განაცხადებს, რომ მზადაა მინსკის შეთანხმება შეასრულოს, ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ასე იქნება თუნდაც იმიტომ, რომ 2015 წელს სურკოვმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების მიზანია უკრაინის გაყოფა. კრემლი თავიდან ე.წ. ნოვოროსიაში უკრაინის 9 ოლქს მოიაზრებდა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ.

თუ უკრაინა განაცხადებს, რომ მზადაა მინსკის შეთანხმება შეასრულოს, ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ასე იქნება თუნდაც იმიტომ, რომ 2015 წელს სურკოვმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების მიზანია უკრაინის გაყოფა. კრემლი თავიდან ე.წ. ნოვოროსიაში უკრაინის 9 ოლქს მოიაზრებდა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ

დიახ, მინსკის შეთანხმების შესრულებაზე ხელისუფლების მზაობამ, არ გამოვრიცხავ გამოიწვიოს ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია. თუმცა, მაინც არა მგონია ასე მოხდეს. თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინაში ყოველწლიურად სულ ცოტა ვისმეს თუ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინისთვის კარგი მეზობელია. სოციოლოგიური კვლევებით დღეისათვის უკრაინაში 70 % მინსკის შეთანხმების მოწინააღმდეგეა.

უკრაინაში, რა თქმა უნდა, არიან პრორუსულად განწყობილი ადამიანები, მაგრამ მათი რიცხვი სულ მცირდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ მინსკის შეთანხმების მიმართ დამოკიდებულება ვერ გახდება უკრაინაში დიდი დესტაბილიზაციის მიზეზი.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოცხადა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

- ჩემი აზრით, რუსეთთან ვითარების უკიდურესად გართულებამდე პრეზიდენტს ზელენსკის მთელი პოლიტიკა საზოგადოების არა კონსოლიდაციაზე, არამედ დაყოფაზე იყო მიმართული.

მან სწორი ქნა, როცა ერთიანობის დღის დაწესების განკარგულებას რომ მოაწერა ხელი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ხელისუფლების ირგვლივ კონსოლიდირდება. საქმე ისაა, რომ ამ განკარგულებამდე უკრაინის მოქალაქეებმა შეძლეს თვითორგანიზება და გაერთიანება ქვეყნის დასაცავად. პრეზიდენტის ეს განკარგულება უფრო იმ მდგომარეობაზე რეაგირება იყო, რაც ახლა რეალურად ხდება უკრაინაში.

ახლა ამაზე საუბრის დრო არაა, მაგრამ მაინც გეტყვით - სამწუხაროდ, ზელენსკი ის პიროვნება არაა, რომლის ირგვლივაც შეიძლება ხალხი გაერთიანდეს. კრიტიკულ ვითარებაში იგი არ შეხვედრია ფრაქციის ლიდერებს.

ხალხი თავად გაერთიანდა, როცა მასიურად დაიწყო თავდაცვის ტერიტორიულ ორგანოებში გაწევრიანება. სხვათა შორის, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები, რომლებიც განსხვავებულ იდეოლოგიურ პოზიციებზე არიან, მაგრამ ქვეყნის დასაცავად ერთად არიან გაერთიანებული.

ხალხი თავად გაერთიანდა, როცა მასიურად დაიწყო თავდაცვის ტერიტორიულ ორგანოებში გაწევრიანება. სხვათა შორის, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები, რომლებიც განსხვავებულ იდეოლოგიურ პოზიციებზე არიან, მაგრამ ქვეყნის დასაცავად ერთად არიან გაერთიანებული

ვიმეორებ, ზელენსკის გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ვიდრე ის ერთიანობის დღის აღსანიშნავად განკარგულებას მოაწერდა ხელს, ხალხი მასიურად გამოვიდა ქვეყნის დიდ ქალაქებში ერთიანობის მარშებზე და დაიწყო საჭიროების შემთხვევაში ომისთვის მზადება.

- ბრძანეთ, რომ ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს.

ამ მიმართულებით თუ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს?

- ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმებოდა, მაგრამ, გართულებული ვითარება იძულებულს ხდის ხელისუფლებას კორექტივები შეიტანოს თავის პრიორიტეტებში და დაიწყოს სამხედრო მრეწველობის განვითარება.

ჩემთვის ცხადია, რომ უკრაინის ყველაზე სუსტი წერტილია ზღვა და საჰაერო თავდაცვა. წინა პრეზიდენტის მმართველობაში კარგი სისტემები დამუშავდა, მათი წარმოება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ გვაქვს წარმოებები, რომლებსაც ამ სისტემების გამოშვება შეუძლიათ. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები ქვეყანაში ახლა მაინც დაიწყება.

კარგია, როცა პარტნიორები გვეხმარებიან სამხედრო ტექნიკით. უკრაინული ძალები ნამდვილად არ ჰგვანან იმას, რაც 2014 წელს გვყავდა, მაგრამ, ვიმეორებ, - ვიდრე უკრაინას არ ეყოლება კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი ჯარი, ვიდრე უკრაინას არ ექნება თავისი რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს.

"ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა