საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ფრაქციასთან, საპარლამენტო ჯგუფთან გვექნება განახლებული კონსულტაციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიების მუშაობა მნიშვნელოვანია.
„იყო ისეთი ჯგუფები, რომელიც შეიძლება უჭერდა მხარს ჩვენს საგამოძიებო კომისიას, მაგრამ შეიძლება არ უჭერდა მხარს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულს. ამიტომ, განახლებული ვითარებიდან გამომდინარე ახლა სრული სურათი არ გვაქვს. ვფიქრობ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიების მუშაობის მექანიზმის დაქოქვა არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძალიან არ უნდა „ქართულ ოცნებას". ისევე როგორც არ უნდა, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერად წარმოდგენილი ამ პარლამენტში და ყველა ნაბიჯს დგამს ამისთვის. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენოთ, რომ ხალხისთვის სასარგებლო საქმეები ვაკეთოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.