ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობის“ გამო კანონს ვერ შევცვლით - ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს

ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოგვიწოდებენ, სიები აღადგინეთო, მათ გამო კანონს ვერ შევცვლით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, მერე უარი თქვეს, სიები ჩახსნეს, შალ მირშელის დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთო, მერე მოაწერეს და შემოვიდნენ, ახლა იხვეწებიან სიები აღგვიდგინეთ, პარლამენტში გვინდაო.

ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს. პასუხისმგებლობა აიღონ იმ შეცდომაზე, რაც დაუშვეს. ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სიები აღადგინეთო, მოგვიწოდებენ, მათ გამო ჩვენ კანონს ვერ შევცვლით. ეს თავიანთი პრობლემაა, თავიანთი დაუგეგმავი და გაუგებარი არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,“ - განაცხადა ზარქუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა