მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines შემოდის

2022 წლის მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines შემოდის და კვირაში ორჯერ განახორციელებს რეგულარულ რეისებს მაინის ფრანკფურტი - თბილისი - მაინის ფრანკფურტის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გერმანულ ავიაკომპანიასთან თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც, კოვიდის ვითარების მიუხედავად, წარმატებით დასრულდა.

„ამით ევროპის კიდევ ერთი ქალაქიდან იქნება პირდაპირი ფრენები შესაძლებელი საქართველოში, რაც პოტენციურ ტურისტებს ევროკავშირიდან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას გაუმარტივებს. ჩვენთვის გერმანია, ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამიტომაც ყოველთვის პროაქტიულად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ევროპული ავიაკომპანია დავაინტერესოთ და მეტი მიმართულება დავამატოთ. ჩვენი მიზანია, ევროპის რაც შეიძლება მეტი ქალაქიდან იყოს შესაძლებელი საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსვლა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპის სხვა ავიაგადამყვანებთან, რათა მათაც აამოქმედოს პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების შემოსვლის ზრდას საქართველოში და ადგილობრივი საავიაციო ბაზრის სწრაფად აღდგენას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და "ეარბასის" ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა