კახა კალაძე -  მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება - ეს კანონდარღვევაა და ნურავინ შეუშლის ხელს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მონიტორინგის სამსახური კონტროლს ახორციელებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მათი ან სხვისი შეღავათიანი ბარათებით „ატარებენ“ მოქალაქეებს და ამით გარკვეულ სარგებელს იღებენ. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მონიტორინგის სამსახურს ბარათის ჩამორთმევის ლეგიტიმაცია ექნება და ასეთ ადამიანებს ბარათები დაებლოკებათ.

„მინდა გამოვეხმაურო, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ გაატარონ საკუთარი აბონემენტით, ან ეს შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით. არის 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი მგზავრობები, ამ ბარათებით „ატარებენ“ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას, გაატარებს და მათგან იღებს თანხას. ეს რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, ჩამოართვას კანონდამრღვევს სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან, ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ, წაახალისონ კანონდარღვევა. აქ არ არის პოლიტიკური კუთვნილება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კანონდარღვევა როცა ხდება, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. ამის წახალისება ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა