შალვა ნათელაშვილს ჩვენ ერთხელ უკვე მივეცით შემოსვლის შანსი, მეორედ, მესამედ და მეოთხედ... მოწყალების დები ხომ არ ვართ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმ მოცემულობაში, როდესაც შალვა ნათელაშვილს უფლებამოსილება სესიების გაცდენის გამო შეუწყდა, თაღლითობისთვის მსჯავრდებული ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტა არასწორი იქნებოდა.
„რეგლამენტს არღვევდნენ, ერთხელ ჩვენ არ შევუწყვიტეთ, ამის მერე ნაწილი პოლიტიკური სპექტრის შემოვიდა პარლამენტში და შეწყვიტეს ეს დარღვევა. შალვა ნათელაშვილმა განაგრძო. ერთხელ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ მათ არ შევუჩერეთ უფლებამოსილება, მათ ვაპატიეთ რეგლამენტის დარღვევა. ამის მერე ვინც განაგრძო, ხომ გააკეთეს პოლიტიკური განაცხადა, ჰოდა იწვნიონ ახლა შედეგი რა ვქნათ კაცო, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე. ერთხელ ყველას ვაპატიეთ და მეორედ არავის ვაპატიეთ და ამ არავისში შალვა ნათელაშვილი მოჰყვა მარტო. ელენეც მოყვა იმიტომ , რომ ელენეს განაცხადი ჰქონდა დაწერილი.
ერთ შემთხვევაში გვაქვს შალვა ნათელაშვილის პასუხისმგებლობა, რომელიც უბრალოდ აცდენდა სესიებს და ვამბობთ, რომ რახან სესიებს აცდენდა, რეგლამენტის მიხედვით ეს ისეთი მძიმე დარღვევაა, რომ მას უნდა გავუუქმოთ მანდატი. მეორეს მხრივ გვყავს თაღლითობაში მსჯავრდებული ადამიანი და ვამბობთ, რომ თაღლითობაზე მძიმე არის სესიების გაცდენა და მოდით, თაღლითობაზე ამ ადამიანს არ გავუუქმოთ მანდატი. რამდენად სწორი და ჯერადი იქნებოდა ეს საქციელი, რომ უბრალოდ გაცდენების გამო ადამიანს გავუუქმოთ მანდატი და თაღლითობა ჩავთვალოთ იმაზე მსუბუქ დარღვევად, რომ ამის გამო მანდატის გაუქმება არ ღირს. არ მგონია მე ეს სწორი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.