ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთავში საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ, შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძეს "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნება

ოპოზიციის შიგნით ვინც არ ჩახსნა სია, მტრად იყო გამოცხადებული - დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა და სიების აღდგენა ითხოვეს - ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულია. როგორც ის აღნიშნავს, რადიკალიზმის დრო პოლიტიკიდან გადის.

„ამ დღემ დამანახა სულსწრაფობა. ოპოზიციის აჟიტირება მანდატების ჩახსნაზე, როგორ იყო მოწონებული ყველას მხრიდან. მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ძალიან მიკვირდა, ამ პროცესს რომ მიესალმებოდნენ. ოპოზიციის შიგნით ვინც არ ჩახსნა სია, მტრად იყო გამოცხადებული. ხათუნა სამნიძემ პოსტი დაწერა, რომ არ ეთანხმებოდა სიების ჩახსნას და ისეთი ამბავი მოუწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“... დღეს აღმოჩნდა, რომ ბრიფინგი გამართეს და სიების აღდგენა ითხოვეს. ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?! რაღაცას ხომ უნდა შეხედო? „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულია. როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებ, მოდი სხვას ნუ ესვრი ტალახს. კი ბატონო, ჩახსენი სია, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ შენი მედიით სხვას ნუ ესვრი ტალახს, მას ვინც სხვანაირად ფიქრობს. ის ხალხი, ვინც სხვანაირად ფიქრობდა, დღეს მართალი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ყველა პარლამენტში აღმოჩნდა. სიების ჩახსნის გამო, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. რადიკალიზმი ასეთ შედეგს იძლევა. პოლიტიკაში ბევრი რამ იცვლება. შეიძლება მოგიწიოს გადაწყვეტილების გადახედვა და უხერხულობაში არ უნდა ჩავარდე შენი გადაწყვეტილების გამო. დღეს ეს დაემართა „ნაციონალურ მოძრაობას“. მგონი, რადიკალიზმის დრო პოლიტიკიდან გადის “,- აღნიშნავს იოსელიანი.

მან მანდატების გაუქმებაზეც ისაუბრა. როგორც იოსელიანი განმარტავს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში ყოფნას არ იმსახურებდა. ამასთან, აღნიშნავს, რომ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკრიტიკებდა, თუ პოლიტიკურ ბოიკოტში იყვნენ, ხელფასზე უარი ეთქვათ.

„განსხვავებული პოზიცია გვქონდა შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით დანარჩენი ოპოზიციისგან. ეს პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ არ ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, სხვადასხვა ფორმით, როგორც ხელფასის, პარტიული დაფინანსებით 5 მლნ ლარზე მეტი მიიღო ჩვენი გადახდილი გადასახადების სახით და არ განახორციელა თავისი უფლებამოსილება. ერთხელაც არ მივიდა პარლამენტში და ამ ფულზე უარი არ თქვა. მე არ ვთვლი, რომ ასეთი ადამიანი იმსახურებდა პარლამენტში ყოფნას და მანდატს. მე ვერავინ დამავალდებულებს ვიღაცას ფული ვუხადო, ის მანდატი, რომელიც აქვს არ განახორციელოს. მე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვაკრიტიკებდი, თუ პოლიტიკურ ბოიკოტში არიან, მაშინ ხელფასზეც უარი თქვან - თქო. მეც შემიძლია დავწერო განცხადება პოლიტიკურ ბოიკოტზე და 3 წელი ფეხი ფეხზე გადავიდო, პარლამენტში არ მივიდე და ამაში ავიღო ყველაფერი, რაც პარლამენტარს ეკუთვნის. ეს სწორი იქნება?! ჩემთვის არა. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ პარლამენტში არ შევედით, ის რამდენიმე თვის გასამრჯელო არ ამიღია. განცხადება დავწერე რომ არ მეკუთვნის“,- აღნიშნავს იოსელიანი.

მან „ლელოს“ ლიდერზე, ბადრი ჯაფარიძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მსგავსი დეპუტატები პარლამენტში საჭიროა, რადგან „კონსტრუქციულად იქცეოდა და არავის ეჩხუბებოდა“.

„ მე „ლელოს“ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას ვერ დამწამებს ვინმე, არც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს ადამიანი პარლამენტში მუშაობდა. კონსტრუქციულად იქცეოდა, არავის ეჩხუბებოდა. ჩემი აზრით, ასეთი დეპუტატები საჭიროა პარლამენტში, ასეთი დეპუტატი ცოტაა. უმეტესობა აგრესიაზეა მომართული და რადიკალიზმზე“,- განმარტავს იოსელიანი.

ამასთან, კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს, ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „ლელოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, იოსელიანი აღნიშნავს, რომ პარტიას რუსთავში საკუთარი კანდიდატი ეყოლება, შესაბამისად ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერენ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ - სამართლებრივი საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა