ირაკლი კობახიძე - ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, არ გავუშვათ - გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას, ესეც მიუთითებს, რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია

ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტი მანდატის შეწყვეტის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, ამას ყოველთვის აქვს კონკრეტული საფუძველი.

„ეს ადასტურებს იმას, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი. ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში და მთელი დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა: როდესაც პარლამენტის მიერ მიიღება გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ ის, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები.

რაც შეეხება სიების აღადგენს, ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. მათი მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე.

გადაწყვეტილება, კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ, ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და გაგრძელება იმისა, რაც დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს, როდესაც ვუპირისპირდებოდით, დაპირისპირებაზე და არეულობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, კობახიძის შეფასებით, „ეს არის მისი პოზიცია“.

„ამაზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც არის დასაბუთებული, როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა