საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა, ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია

მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა. ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია.

ამის მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის გამო, ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სიების “ჩახსნაა“. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, პარლამენტის გამოკლებული ოპოზიციონერი წევრების ადგილმონაცვლეთა შესვლა ვეღარ მოხდება.

გასულ წლის ბოლოს პირადი წერილობითი განცხადებების საფუძველზე პარლამენტიდან ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე წავიდნენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, სადეპუტატო მანდატი შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდათ. რაკი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები “განულებულია“, მათი ადგილმონაცვლეები პარლამენტში ვერ შევლენ.

შესაბამისად, მეათე მოწვევის პარლამენტი, მისი არსებობის განმავლობაში, 150 წევრის ნაცვლად, 145 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

საარჩევნო სია ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ - “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, “ევროპულმა საქართველომ“, “ლეიბორისტულმა პარტიამ“, “სტრატეგია აღმაშენებელმა“ და “ლელომ“ ჩახსნა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა