როცა კოსაჩოვთან და კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, არ უნდა გეწყინოთ, თუ თქვენს პროდასავლურობაში შევიტანთ,- ასე მიმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ოპოზიციონერ დეპუტატს ნატო ჩხეიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ რადგან ჩამირთეს მიკროფონი, პასუხი უნდა გაგცეთ. ქალბატონო ნატო, როცა კოსაჩოვთან და კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, ამის მერე თუ თქვენ პროდასავლურობაში და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ არ უნდა გეწყინოთ ეს ამბავი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.