ალეკო ელისაშვილი - შეიძლება გამოუსწორებელი ჰუმანისტი ვარ, რადგან მგონია, რომ „ოცნება“ ბოლო წუთს იტყვის „არას“ და ჯაფარიძეს მანდატს არ გაუუქმებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიაჩნია.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, როგორც ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხოშტარიას პარლამენტში მუშაობა თავად არ სურს, შალვა ნათელაშვილი კი, „ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია ქართველ პოლიტიკოსებს შორის“.

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მარტივია გადაწყვეტილების მიღება, მას არ უნდა პარლამენტის წევრობა, პარლამენტში მუშაობა და ვერ ვაიძულებთ. ძალიან მინდოდა შალვა ნათელაშვილი ამ დარბაზში ყოფილიყო და მისთვის პირადად მეთქვა რასაც ვფიქრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ არ იქნება მთლად კარგი. მიმაჩნია, რომ ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ქართველ პოლიტიკოსებს შორის. მითქვამს და ახლაც ხმამაღლა ვამბობ, რომ მხარს დავუჭერ მისთვის მანდატის შეწყვეტას. ამით ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს, იქნებ რამე ხეირიანს მოხმარდეს ის ფული. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ვერავინ დამაბრალებს, რომ „ლელო“ მიყვარდა ან შემიყვარდა და რაღაც აღმატებული წარმოდგენა მაქვს, მაგრამ აქ, პარლამენტში ვაკვირდები ვინ როგორ მუშაობს და ვის როგორ უნდა, რომ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი ისევ ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს. ჩემი კონკურენტი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ბატონი ბადრი, სხვა ამას არ იტყოდა, მაგრამ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ძალიან კარგი დეპუტატია. ადამიანი, რომელიც ყველა პროცესში და განხილვაშია ჩართული, ყოველთვის უსმენს და სწორ კითხვებს სვამს, ჩემი აზრით, ასეთი ბევრი დეპუტატი სჭირდება ქვეყანას, რომ ის უკეთესი გახდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისთვის მანდატის შეწყვეტა პოლიტიკური ანგარიშსწორება იქნება. შეიძლება გამოუსწორებელი ჰუმანისტი ვარ, რადგან მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წუთს იტყვის არას, და მანდატს არ გაუუქმებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა