ირაკლი ჩიქოვანი - ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, სირცხვილი იყო

ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, სირცხვილი იყო, - ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას არჩევა.

როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიიღეს.

„ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ტერორი იყო. მინდა ყველას გავახსენო, ის, რაც ზუგდიდში 2010- 2011 წლებში ხდებოდა, ნამდვილი ტერორი და ის პოლიტიკური რეალობა იყო, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდს შესთავაზა. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში აქვს გაკეთებული, თუნდაც ტერორის, საკუთარი თანამოქალაქეების დაშინებისა და შეურაცხყოფის თვალსაზრისით, ყველას კარგად გვახსოვს. ამის ფონზე, როდესაც ეს გარიგება ხდება, ზუგდიდისთვის უდიდესი სირცხვილია. ვიღაცები ამას დაარქმევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის მოსახლეობისთვის, „საქართველოსთვის“ იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი- „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი თანხვედრა არსებობს ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებს მხრიდან იმ რეალობასთან მიმართებით, რაც ჩვენ ზუგდიდში გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავა გახდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". "ქართულ ოცნებას" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას