გივი მიქანაძე ოპოზიციას - თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა, სიები თქვენ გაანულეთ, სხდომები თქვენ გააცდინეთ, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თქვენ დაწერეთ!

თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ 66 დეპუტატის ნაცვლად, დღეს პარლამენტში ოპოზიცია 64 დეპუტატით არის წარმოდგენილი და დღევანდელი სხდომის შემდეგ შესაძლებელია 61 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი - სიები თქვენ გაანულეთ, სხდომები თქვენ გააცდინეთ, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თქვენ დაწერეთ! - ამ განცხადებით ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ მიმართა.

გივი მიქანაძის შეფასებით, პარლამენტის სამი წევრისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხზე ოპოზიცია სპეკულაციისა და დეზინფორმაციის გზას დაადგა.

“გასული დღეების განმავლობაში ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ მიერ მოწვეულმა იურისტებმა და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს მოსაზრებები თითქოს და, სამართლებრივად არ არსებობს ბადრი ჯაფარიძესთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერც ერთი სამართლებრივად გამყარებული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. მაშინ როდესაც კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, თუ როგორ უნდა მოიქცეს პარლამენტი თუ პირს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა დამნაშავედ.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, მან ბოლო კვირების განმავლობაში არა ერთი პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას, თითქოს მას არ სურდა პარლამენტში შესვლა და ეს მოთხოვნა საზოგადოებისგან და პარტიისგან დაკვეთის სახით მიიღო. უმრავლესობამ მე-10 მოწვევის პარლამენტში მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მას ეს უფლება ორჯერ შეუნარჩუნდა, თუმცა მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა.

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ვითარება - ის ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს საპარლამენტო მანდატი. მსგავსი უდიერი დამოკიდებულება პარლამენტის ინსტიტუტის და საკუთარი ამომრჩევლების მიმართ, მემგონი დამატებით შეფასებებს აღარ საჭიროებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძე “სპეკულაციას“ უწოდებს სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დროებით საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებას. მისი თქმით, მანდატების შეწყვეტის შემთხვევაშიც, ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 61 დეპუტატით, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო რაოდენობაზე 11-ით მეტია.

“ასე რომ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სპეკულაციებს მორჩით. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და იმ შედეგებზე, რომელიც მას მოჰყვება“, - მიმართა ოპოზიციას გივი მიქანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა