პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შესაძლოა, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონის ცვლილების საჭიროებაზე გუნდში იმსჯელონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან ცესკო- ს თავმჯდომარე და მთავარი პროკურორი, უფლებამოსილების მყარი და ხანგრძლივი ვადა უნდა ჰქონდეთ.
„ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა კვლავ 6 თვით ხდება, 5 წლით არჩევა ვერ მოხდება, რადგან პარლამენტში არსებული ვითარებით ამის მიღწევა შეუძლებელია. საერთოდ, მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია, რაც ჩაიდო კანონმდებლობაში მოლაპარაკებების შედეგად, არის კონტრპროდუქტიული. პროკურატურის შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ, არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები იყვნენ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, მათ უნდა ჰქონდეთ მყარი და ხანგრძლივი ვადა განსაზღვრული . შეიძლება კანონის ცვლილებაზე მსჯელობა იყოს,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.