„მოქალაქეები“ ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერენ. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, ამ შემთხვევაში მანდატის შეწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. აღნიშნულ საკითხზე განმარტებები დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
“ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრობა თავად არ უნდა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? შესაბამისად, ამ საკითხს მხარს დავუჭერ. შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, რადგან ამ ქვეყანაში ყველაზე უპასუხისმგებლო დეპუტატი და პოლიტიკოსია. ნათელაშვილი არ იმსახურებს, რომ პარლამენტის წევრი იყოს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. ჯაფარიძე ძალიან კარგი დეპუტატი და პასუხისმგებლობის მქონეა, სხდომებს არ აცდენს და ყოველთვის პრინციპული პოზიცია აქვს. სადღაც მგონია, რომ “ქართული ოცნება” უფლებამოსილებას მას არ შეუწყვეტს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.