ამირან გამყრელიძე - ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან

ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაზუსტებულია, რომ ეს წამალი უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაზე უარის თქმა ან „ომიკრონზე“ ადაპტირებული ვაქცინებით ჩანაცვლება, გამყრელიძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ფაიზერი“ და „მოდერნა“ მუშაობენ „ომიკრონის“ ადაპტირებული, ამ შტამის საწინააღმდეგოდ მოქმედ ვაქცინაზე. ამ ეტაპზე არის მიმდინარეობს კლინიკური კვლევის ბოლო ფაზები. დაანონსდა, რომ მარტის ბოლოსთვის ეს კვლევები დასრულდება. თუმცა, „ფაიზერის“ „ბუსტერს“ სერიოზული დამცველობითი უნარი მთავარი გართულებებისაგან აქვს.

40-50% იანვარში და თებერვალში, ვისაც „ომიკრონი“ დაემართა, ორჯერ აცრილი იყო, ვისაც „ბუსტერი“ ჰქონდა გაკეთებული, იქ შედარებით ნაკლები, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა