ბრიფინგი ჰქონდათ, თურმე მსოფლიოს უნდა ანახონ, როგორ აწამებენ სააკაშვილს - მსოფლიოს ჯერ ის კადრები ანახონ, როგორც აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეში, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგს.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა სიების აღდგენის თაობაზე მათ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს.
„ჯერ ის კადრები ანახონ მსოფლიოს, როგორ ხდებოდა სარდაფებში ადამიანების ჩაგდება, 70 - ზე მეტი პირი იხდის სასჯელს, ეს კადრები ანახონ ჯერ მსოფლიოს და მერე პატიმარი, რომელიც ეურჩება და არ გადადის, 5 კაცი კიდებს ხელს და გადაჰყავთ, "აბა შენი ჭირიმე რამე არ მოგივიდესო"- ეხვეწებოდნენ. რაც ეხება სიებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ, უპრინციპო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ განცხადებები, გაყალბებული არჩევნები იყო და არ შევალთო, პუფი უნდა იყო, იქ რომ შეხვალო, მერე თქვეს მონა უნდა იყოო, მერე შემოვიდნენ, მერე ისევ გავიდნენ, სიები ჩახსნეს, ახლა აღადგინეთო. ჟურნალისტებს გეკითხებით, ასეთი უპრინციპო, მორალისგან დაცლილი, საერთოდ გჭირდებათ პარლამენტში? - აბა კითხეთ თქვენი ოჯახის წევრებს. რადიკალური ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით არის უპრინციპო, ყველანაირი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია,"- განაცხადა ზარქუამ.