დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უნდა განიხილონ, თუმცა, გადაწყვეტილება პარლამენტის საკადრისი უნდა იყოს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უნდა განიხილონ, თუმცა, გადაწყვეტილება პარლამენტის საკადრისი უნდა იყოს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ საკითხის განხილვას პარლამენტის რეგლამენტი იმპერატიულად ითხოვს.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის წევრებმა საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას კონსტიტუციით, კანონით, კეთილგონიერებით, სინდისით და ზნეობით უნდა იხელმძღვანელონ.

„რეგლამენტი ასეთ შემთხვევებში იმპერატიულად ითხოვს ამ საკითხის განხილვას, ეს ასეა, მაგრამ მინდა კოლეგების ყურადღება შევაჩერო იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ნორმით არ ვართ ვალდებული და შეზღუდული. მთელი კანონმდებლობა, კონსტიტუცია და ძალიან ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას. დიახ, საქმე აქამდე მოვიდა და საკითხი განსახილველია პარლამენტში.

თავის დროზე, 6 თვის წინ, როდესაც გაჭიანურდა პოლიტიკური მოსაზრებებით მაშინდელი საკითხის პარლამენტში განხილვა, გვახსოვს, რასთან იყო დაკავშირებული. მე არ მოგიწოდებთ, კვლავ დაარღვიოთ რეგლამენტი და გააჭიანუროთ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმას კი ველი, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ვიხელმძღვანელებთ ყველაფრით - კონსტიტუციით, კანონით, კეთილი ნებით, კეთილგონიერებით, სინდისით, ზნეობით არა იმიტომ, რომ კარგ ადამიანებზეა თუ ცუდ ადამიანებზე საუბარი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ვინმე, არამედ, ვინ არის ამ შემთხვევაში სამართლებრივ მდგომარეობაში და ვის უნდა შევუწყვიტოთ უფლებამოსილება. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში არაერთი დოკუმენტი მივიღეთ მაღალკვალიფიციურად შედგენილი და ნახევარი საათის წინ კიდევ გამოგიგზავნეთ დამატებითი დოკუმენტები ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. კი, დღეს საკითხი უნდა განვიხილოთ, მაგრამ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება და ეკადრება პარლამენტს“, - მიმართა უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს და კოლეგებს.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს პლენარული სხდომაზე დეპუტატების: ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს. რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა