ალუდა ღუდუშაური - ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება - რასაც ოპონენტები გვიკიჟინებენ არის ამორალური პოლიტიკური კეკლუცობა

ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება - როდესაც საერთაშორისო პარტნიორები მაღალი დიპლომატიური სიფრთხილითა და სიზუსტით მოქმედებენ, ბუნებრივია, ჩვენი ნაბიჯებიც სწორედ ასეთია, - აღნიშნული განმარტება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველო დგას იქ, სადაც მთელი ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო პარტნიორები დგანან - "არამც და არამც არც მარცხნივ და არც მარჯვნივ". ამ კონტექსტში ღუდუშაური იმასაც ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ კეკლუცობას.

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, არ იქნას ომი დაშვებული. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ძალიან საშიშ პოლიტიკურ კეკელუცობას აქვს ადგილი. მთელი ცივილიზებული სამყაროს სრული ძალისხმევა, მათ შორის ჩვენიც- რაც ჩვენ ხელგვეწიფება მიმართულია იქეთკენ, რომ არ იყოს ომი. საქართველომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო და მაღალი დიპლომატიური სტანდარტების მქონე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რასაც ოპონენტები გვიკიჟინებენ არის ამორალური პოლიტიკური კეკლუცობა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა