ალუდა ღუდუშაური - როცა საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, შემახსენეთ - ჩვენ ვაიძულებდით ბატონ ჯაფარიძეს, რომ თაღლითობა ჩაედინა, როგორც ეს სასამართლომ თქვა თავის გადაწყვეტილებაში?

როცა საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, შემახსენეთ - ჩვენ ვაიძულებდით ბატონ ჯაფარიძეს, რომ თაღლითობა ჩაედინა, როგორც ეს სასამართლომ თქვა თავის გადაწყვეტილებაში? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ოპონენტების ბრალდებებს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება, საპარლამენტო მანდატი შეუწყვიტონ ოპოზიციონერ დეპუტატებს, პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რეგლამენტი უნდა წაიკითხოს და კითხვები აღარ გაუჩნდება პოლიტიკურ დევნაზე, რადგან მათ გადაწყვეტილებას სამართლებრივი არგუმენტები უდევს საფუძვლად.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციას მარტივ მათემატიკასთან და არითმეტიკასთან პრობლემები აქვს. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატი სჭირდება, ოპოზიციაში კი 60- ზე მეტი დეპუტატია.

"როცა საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და უფლებამოსილებას იმიტომ ვუწყვეტთ, რომ საგამოძიებო კომისიის 50- ე მხარდამჭერი ოპოზიციონერია ბადრი ჯაფარიძე, შემახსენეთ - ჩვენ ვაიძულებდით ბატონ ჯაფარიძეს, რომ თაღლითობა ჩაედინა, როგორც ეს სასამართლომ თქვა თავის გადაწყვეტილებაში? თუ ნათელაშვილს ჩვენ ვაიძულებდით კომიკური განცხადებების კეთებას და განცხადების შემოტანას, რომ არ სურს საპარლამენტო საქმიანობა? გნებავთ ხოშტარია ჩვენ ვაიძულეთ? პარლამენტს და საპარლამენტო საქმიანობას კომკავშირს უწოდებს ნათელაშვილი, ხოლო თავის ფანჩატურში თავს კომფორტულად გრძნობს და პოლიტიკურ ფალავნებს ხელის აწევით ესალმება, ეს არის ძალიან სამარცხვინო და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის 15 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია დეპუტატების: ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ცნობილია, რომ უმრავლესობა უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა