სამგორის რაიონის გამგეობაში ხმაური იყო. აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები სამგორის რაიონის გამგეობის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს.
მოქალაქეები, აფრიკის დასახლებაში აშენებული ნაგებობების დაკანონებას ითხოვდნენ. ისინი სამგორის რაიონის გამგეობაში იმყოფებოდნენ, სადაც გამგებელს კახა სამხარაძეს შეხვდნენ, შემდეგ კი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მათი მოთხოვნაა არ განხორციელდეს მათი სახლების დემონტაჟი. ამასთან დასძენენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სხვა გამგეობის პიკეტირებას მოაწყობენ.
შენობის შესასვლელთან პოლიციის ცოცხალი კორდონი იყო გაკეთებული.