„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ. პროფესიულ წევრებს, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს ექნება.

„ცესკოსთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ მხარს დავუჭერთ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას თავმჯდომარის პოსტზე. რაც შეეხება გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს, ამ ადამიანებსაც ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა”, - აღნიშნა პარტიაში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ.

პარლამენტი 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ ე.წ. პროფესიულ წევრს აირჩევს. მათი არჩევა კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია ასახული.

კანონმდებლებს შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1-ელი თებერვლის სხდომაზე უნდა მიეღოთ, თუმცა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი ე.წ. პროფესიული წევრის არჩევა მომდევნო პლენარული სხდომების კვირისთვის გადაიდო, რის მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კოვიდით ინფიცირება და ამის გამო კვორუმის პრობლემა დასახელდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი არიან - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის შედეგად, მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს გამოუცხადა.

გასული წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მოხდა, არჩეული კანდიდატები თანამდებობას კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, ნაცვლად ხუთი წლისა.

ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს პროფესიულ წევრებს მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის 2 აგვისტოს აირჩია, უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა ამოეწურათ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას