სამშენებლო დარღვევისთვის მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს

მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობა მარტივი ხდება.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის თანახმად დგინდება, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუკი სამშენებლო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება ან გადაწყვეტილების გაცნობაზე უარს აცხადებს, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება გაცნობად ჩაითვლება.

ამავე პროექტით სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: - საინფორმაციო დაფა, სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა, სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.

“სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ დაგეგმილი ცვლილები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: მაია ბითაძემ, ირაკლი ზარქუამ და ნოდარ ტურძელაძემ წარადგინეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა