იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს - კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია.

კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი. კოკა კაციტაძეს მხარი უმრავლესობის 10-მა დეპუტატმა დაუჭირა, ემზარ გაგნიძეს კი უმრავლესობის 9 დეპუტატმა და "ევროპელ სოციალისტთა" წევრმა ფრიდონ ინჯიამ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აიჩევს, პლენარულ სხდომაზე კენჭს ორივე კანდიდატს უყრიან. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა