არჩილ თალაკვაძე - ქოლ-ცენტრების საკითხზე ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს - თუ არაფერი აქვთ დასამალი, გაუგებარია, რას უკავშირდება მათი ასეთი ნერვიულობა

ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს - თუ არაფერი აქვთ დასამალი და პრობლემა არ აქვთ, გაუგებარია, რას უკავშირდება მათი ასეთი ნერვიულობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა კითხვის ნიშნებს აჩენს.

“გამოძიების შედეგებს თვალს მივადევნებთ და ბოლომდე გაირკვევა, რა დგას მათი ასეთი ანგაჟირებული განცხადებების უკან. ფაქტია, რომ პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო მოქმედებები გაატარა. ამ ფონზე ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერები აქტიურობენ, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს წარმოშობს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარულ მოსმენებთან და ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლილუაშვილმა მას და ორ ტელეკომპანიას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში უჩივლა, თუმცა, რეალურად საერთაშორისო გამოძიება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის პერსონით დაინტერესდა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა