ჯანდაცვის მინისტრი - ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს, ჩვენი ვარაუდით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით და მერე იქნება შემთხვევების კლება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი გვაქვს. დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. 8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, მერე იქნება შემთხვევების კლება.

რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500 -ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ,“- განაცხადა აზარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა