„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება” წითელ ხაზს გადავა და ბადრი ჯაფარიძეს მანდატს უსაფუძვლოდ გაუუქმებს, ეს იქნება დასტური, რომ მათ ეს ინსტრუმენტად გამოიყენეს ოპოზიციაზე თავდასხმისა და იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიები არ შეიქმნას”.
როგორც სამნიძემ განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს არ უჭერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების შეწყვეტა კომისიების შექმნის პროცესს ხელს შეუშლის.
„საგამოძიებო კომისიების შექმნისთვის თითოეული ოპოზიციური ხმა მნიშვნელოვანია. ოპოზიციურ მხარეს 60-ზე მეტი ხმა აქვს, მაგრამ საგამოძიებო კომისიების მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები უჭერენ ან არ უჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიების შექმნას. ამ შეთანხმების ფარგლებში ვსაუბრობთ ოპოზიციური პარტიები და ჩანს, რომ თითოეული ხმის მობილიზებას მნიშვნელობა აქვს. 50 ხმა არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველას ყოფნა სასესიო დარბაზში და უფლებამოსილების შეწყვეტა ამას ხელს შეუშლის”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.